(1) ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მონაცემთა სუბიექტი ინფორმირებული იყოს მათი კომპეტენტური უწყებების მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. ამ მუხლიდან გადახვევა დასაშვებია, როდესაც ასეთი გადახვევა წარმოადგენს აუცილებელ ზომას სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთის, მონაცემთა სუბიექტის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებისთვის.

(2) როდესაც განხორციელდება პერსონალური მონაცემების გადაცემა, თითოეულ კომპეტენტურ უწყებას, თავისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად, შეუძლია ითხოვოს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა უწყებამ არ მოახდინოს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება. ასეთ შემთხვევაში, უკანასკნელმა კომპეტენტურმა უწყებამ არ უნდა მოახდინოს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყების წინასწარი თანხმობის გარეშე. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, მიმღებმა მხარემ კონსულტაცია უნდა გაიაროს გამგზავნ მხარესთან, რამდენად შეუძლია მას, მოახდინოს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება ჩანაწერებში შენახული მისი პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შესახებ და მათი გამოყენების მიზნების შესახებ. მიმღებმა მხარემ უნდა დაიცვას გამგზავნი მხარის მიერ მიცემული ინსტრუქციები.

(3) მონაცემთა სუბიექტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოითხოვოს, შემთხვევის გათვალისწინებით, მისი პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების ჩასწორება, ამოშლა ან დაბლოკვა, თუ მათი დამუშავება განხორციელდა წინამდებარე შეთანხმების დებულებების საწინააღმდეგოდ და ჰქონდეს ანაზღაურების საშუალება, თუ დადასტურების ან, შემთხვევის გათვალისწინებით, კომუნიკაციის, ჩასწორების, ამოშლის ან დაბლოკვის შესახებ მოთხოვნა არ იქნა შესრულებულ