(1) მონაცემთა დამუშავება უნდა განხორციელდეს შემდეგი დებულებების შესაბამისად:
a) მოთხოვნაში უნდა მიეთითოს მოთხოვნილ მონაცემთა სახეობა და მათი გამოყენების მიზანი და სამართლებრივი საფუძვლები;
b) მონაცემთა მიმღებ კომპეტენტურ უწყებას (შემდეგში – მიმღები) შეუძლია გამოიყენოს მონაცემები მხოლოდ წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული მიზნებისთვის და მონაცემთა მიმწოდებელი კომპეტენტური უწყების (შემდეგში – გამგზავნი) მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. მოთხოვნის შემთხვევაში, მიმღებმა გამგზავნს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ მონაცემთა გამოყენების თაობაზე, რომლებიც გადაიცა რომლებიც გადაიცა გაგზავნის მიერ;
c) მონაცემთა გადაცემამდე გამგზავნი, მას შემდეგ, რაც დაადგენს, რომ მონაცემთა გადაცემა აუცილებელი იყო მითითებული მიზნისთვის და იყო მისი პროპორციული და მისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისი, უნდა დარწმუნდეს, რომ გადასაცემი მონაცემები არის სწორი;
d) მონაცემთა გადაცემისას გამგზავნმა, თავისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა მიუთითოს მონაცემთა შენახვისთვის დადგენილი ვადის ფარგლები, რომლის გასვლის შემდეგ მიმღებმა უნდა წაშალოს ან დაბლოკოს მონაცემები ან განიხილოს, კვლავ საჭირო არის თუ არა ისინი. ვადის დადგენილი ფარგლების მიუხედავად, გადაცემული მონაცემები უნდა წაიშალოს მაშინვე, მას შემდეგ, რაც ისინი აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რისთვისაც ისინი გადაიცა;
e) მონაცემები შეიძლება გადაეცეს მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების პირველ მუხლში მითითებულ უფლებამოსილ კომპეტენტურ უწყებებს. მონაცემები შეიძლება გადაეგზავნოს სხვა უწყებებს გამგზავნის წინასწარი წერილობითი თანხმობით;
c) ქვეპუნქტში მოცემული პირობების შემოწმების საფუძველზე;
f) უწყებებმა, რომლებიც ამუშავებენ მონაცემებს, უნდა აწარმოონ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გადაცემული და მიღებული მონაცემების შესახებ ჩანაწერები, რომლებიც უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგს: ამ მონაცემთა მიზანი და შინაარსი, გადაცემის სამართლებრივი საფუძველი, გადაცემულ მონაცემთა სახეობა, მიმწოდებელი და მიმღები უწყება, გადაცემის დრო და თარიღი და მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი მონაცემები. მონაცემთა ელექტრონული გადაცემის აღრიცხვა უნდა მოხდეს ავტომატურად. ჩანაწერები შენახული უნდა იქნეს ამგვარი მონაცემების მიმართ გამოყენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდის მანძილზე, მაგრამ არანაკლებ ხუთი წლისა. ჩანაწერები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მონაცემთა დაცვის წესების შესრულების ზედამხედველობისთვის.
(2) ხელშემკვრელ მხარეებს მოეთხოვებათ გაატარონ ყველა აუცილებელი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომა მონაცემთა ეფექტური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით და მათთან უნებართვო შეღწევის, მათი გამჟღავნების, შეცვლისა და განადგურების წინააღმდეგ ნებისმიერი წინასწარი თანხმობის გარეშე.
(3) ხელშემკვრელი მხარეების მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უზრუნველყონ წინამდებარე შეთანხმებაში მოცემული პრინციპებისა და წესებისადმი პატივისცემა, უფლებამოსილნი არიან გააკონტროლონ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მონაცემთა დამუშავების წესების შესრულება.
(4) წინამდებარე შეთანხმება არ ითვალისწინებს იმ მონაცემთა ან ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნის საფუძველს, რომლებიც გამოყენებული იქნება მტკიცებულებად სისხლის სამართლის პროცესში. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გადაცემული მონაცემები ან ინფორმაცია არ უნდა იქნეს გამოყენებული სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთდახმარების მიზნით, გადამცემი ხელშემკვრელი მხარის იმ წინასწარი თანხმობის გარეშე, რომელიც გაცემული უნდა იქნეს მისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ ნებისმიერი ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების დაცვი