(1) ტრენინგის სფეროში თანამშრომლობა უნდა გავრცელდეს შემდეგზე:
a) სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო მასალების გაცვლა;
b) ერთობლივი სემინარები და პრეზენტაციები, ერთობლივი კურსებისა და კონფერენციების ორგანიზება;
c) მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენელთა დამკვირვებლებად მოწვევა, სავარჯიშოების პრეზენტაცია და ჩართვის სპეციალური ქმედებები;
d) მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენელთა კურსებში მონაწილეობის უზრუნველყოფა.
(2) ცენტრალურმა საკონტაქტო უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ დანაშაულის თავიდან აცილების ეროვნულ დონეზე დამტკიცებული მეთოდების გამოკვლევასა და გაცვლაში და საექსპერტო კონსულტაციების ორგანიზებაში, რომლებიც საჭიროა დანაშაულის თავიდან აცილების მეთოდების იმპლემენტაციისათვი