(1) ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ თავიანთი კომპეტენტური უწყებების მეშვეობით მოითხოვონ, რომ დაცვას დაქვემდებარებული მოწმეები, დაზარალებულები და მათთან დაკავშირებული პირები (შემდგომში: დაცული პირები) გადაყვანილ იქნენ ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და რომ ისინი ამის შემდეგ უზრუნველყოფილნი იქნენ დაცვით, მათ შორის, ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერით. თანამშრომლობა არ უნდა გავრცელდეს იმ დაცულ პირებზე, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან. აღნიშნულმა ზომებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა ტერიტორიებზე წარმოებულ სისხლის სამართლის პროცესს.
(2) დასაცავი პირი ჩართული უნდა იყოს მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის მოწმეთა დაცვის ეროვნულ პროგრამაში მანამდე, სანამ მოხდება მისი გადაყვანა. გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს, თუ არსებობს ვარაუდი, რომ დასაცავი ჩართული იქნა პირი მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის მოწმეთა დაცვის ეროვნულ პროგრამაში (საგანგებო ზომა). დაცულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ იმ დაცვის ფორმებით, რომლებიც გათვალისწინებულია მოწმეთა დაცვის შესახებ მოთხოვნის მიმღები უწყების სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.
(3) წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
a) მოთხოვნას კონფიდენციალობაზე;
b) დაცული პირის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში;
c) ინფორმაციას, რომელიც ეხება პირის წინაშე მდგარ საფრთხეს და მის სიმძიმეს;
d) დაცული პირის მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაყვანის მიზეზებს;
e) დაცვის რეკომენდირებულ ფორმასა და დონეს;
f) მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის აუცილებელ ვადას და მისი გახანგრძლივების შესაძლებლობას.
(4) მოთხოვნის მოწონების შემდეგ, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური უწყებები წერილობით უნდა შეთანხმდნენ დაცვის დეტალებზე და კონტაქტის შენარჩუნების გზებზე.
(5) იმ შემთხვევაში, თუ დაცვის უზრუნველყოფა აღარ არის შესაძლებელი, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მომთხოვნ კომპეტენტურ უწყებას.
(6) დაცულმა პირმა უნდა დაიცვას მოთხოვნის მიმღები უწყების სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დაცული პირი არღვევს მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას ან არ სცემს პატივს სპეციალურად მისთვის განსაზღვრულ ქცევის წესებს, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მომთხოვნ კომპეტენტურ უწყებას. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღებ უწყებას მიაჩნია, რომ აუცილებლია კონკრეტული დაცული პირის უკან დაბრუნების ინიციირება, მომთხოვნი უწყება უნდა დაემორჩილოს ამ ინიციატივას.
(7) დაცვითი ზომების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მიზნით, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური უწყებების თანამშრომლებს შეუძლიათ შენიღბონ თავიანთი ნამდვილი ვინაობა და გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების კუთვნილება.
(8) წინამდებარე მუხლის განხორციელების პროცესში წარმოშობილი ხარჯები უნდა დაიფაროს იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიიდანაც მოხდა დაცული პირის გადაყვანა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კომპეტენტური უწყებები სხვაგვარად არ შეთანხმდებია