(1) მოთხოვნის შემთხვევაში კომპეტენტური უწყებები შეიძლება შეთანხმდნენ მომთხოვნი კომპეტენტური უწყების ოპერატიული მუშაკების განთავსებაზე მათი სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებში, თუ ეს აუცილებელია მათი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების ან დანაშაულის ჩადენის მცდელობების წარმატებული გამოვლენისათვის. ოპერატიული მუშაკი არის კომპეტენტური უწყების რეგულარული პერსონალის წევრი, რომელიც ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით უფლებამოსილია იმოქმედოს კონსპირაციულად ოპერატიული ინფორმაციის შეგროვების მიზნით.
(2) ოპერატიული მუშაკის განთავსებასთან დაკავშირებული იუსტიციის ორგანოების ნებართვა, რომელიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში, უნდა მოქმედებდეს ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა მთელ ტერიტორიაზე.
(3) წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, მოთხოვნა ოპერატიული მუშაკის განთავსებაზე უნდა შეიცავდეს:
a) ოპერატიული მუშაკის განთავსების ხანგრძლივობას;
b) ოპერატიული მუშაკის განთავსების პირობებს;
c) ოპერატიული მუშაკის უფლებებსა და ვალდებულებებს;
d) ოპერატიული მუშაკის ვინაობის გამჟღავნების შემთხვევაში გასატარებელ ზომებს;
e) ინფორმაციას შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამის დებულებებზე, რომლებიც ითვალისწინებენ ოპერატიული მუშაკის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
f) ინფორმაციას შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამის დებულებებზე, რომლებიც ითვალისწინებენ ოპერატიული მუშაკის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულ იქნა მისი საქმიანობის ფარგლებში.
(4) ოპერატიული მუშაკის განთავსება ყოველთვის უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ცალკეული შემთხვევებით და უნდა გაგრძელდეს მხოლოდ განსაზღვრული ვადით. ოპერატიულ მუშაკს შეუძლია შეუდგეს თავის საქმიანობას კომპეტენტურ უწყებებს შორის ad hoc შეთანხმების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება ნებართვა მე-2 პუნქტის შესაბამისად. შეთანხმება უნდა მოიცავდეს მე-3 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს.
(5) ოპერატიული მუშაკის საქმიანობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, თუ ამას მოითხოვს მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყება.
(6) ოპერატიული მუშაკის საქმიანობა უნდა დარეგულირდეს მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. ოპერატიულ მუშაკს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ის საქმიანობა, რომელიც ნებადართულია ორივე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობი