(1) მოთხოვნა, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს შემდეგს:
a) მომთხოვნი კომპეტენტური უწყების დასახელებას;
b) მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, მიზანსა და განსახილველ საკითხს;
c) იმ ქმედების აღწერილობასა და სამართლებრივ კვალიფიკაციას, რომელიც შეადგენს მოთხოვნის განსახილველ საკითხს;
d) მოთხოვნის შესრულებაზე დადგენილ ვადას, გადაუდებელი შესრულების მოთხოვნის მიზეზებს.
(2) მოთხოვნის შინაარსთან დაკავშირებული დოკუმენტები და მონაცემები თან უნდა ერთოდეს მოთხოვნას.
(3) წინამდებარე შეთანხმების განხორციელების პროცესში კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა გამოიყენონ ინგლისური ენა, მაგრამ მათ აგრეთვე შეუძლიათ შეთანხმდნენ, გამოიყენონ სხვა ენები მათი კომუნიკაციისათვის.
თანამშრომლობის ფორმე