(1) საჯარო წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა გააძლიერონ თავიანთი თანამშრომლობა იმ დანაშაულების თავიდან აცილებისა და გამოვლენის სფეროში (შემდგომში – დანაშაულის აღკვეთა), რომლებისთვისაც გათვალისწინებულია სანქცია, სულ მცირე ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის ვადით, ორივე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
(2) თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას თანამშრომლობაზე ნაწილობრივ ან მთლიანად, ან შეუძლია დაუქვემდებაროს იგი პირობებს, თუ ასეთი თანამშრომლობა ემუქრება ან არღვევს მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საჯარო წესრიგს, ან თუ იგი ეწინააღმდეგება მის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.
(3) თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნები, რომლებიც ეხება სამხედრო დანაშაულებს ან დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილია პოლიტიკური მიზნებით, არ უნდა იქნეს წარდგენილი და არ უნდა მოხდეს მათი შესრულება. ქმედება არ უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ დანაშაულად, თუ მისი ჩადენის პროცესში, ყველა გარემოების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს მისაღწევ მიზანს, მოტივს, modus operandi-ს და მის ჩასადენად გამოყენებულ ან გამოსაყენებელ საშუალებებს, ქმედების სამართლებრივი ასპექტები გადაწონიან მის პოლიტიკურ ხასიათს.
(4) წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული თანამშრომლობა არ უნდა გავრცელდეს სამართლებრივ ურთიერთდახმარებაზე, რომელიც ხელშემკვრელი მხარეების იუსტიციის ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება.
თანამშრომლობის ზოგადი წესე