წინამდებარე შეთანხმების მიზნისათვის:

1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე კომპეტენტური ორგანოები (შემდგომში – კომპეტენტური უწყებები) არიან: ორგანოები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, განახორციელონ დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის აღკვეთისა და დანაშაულის გამოვლენის ამოცანები ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ცენტრალური საკონტაქტო უწყებები:

a) საქართველოს მხრიდან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

b) უნგრეთის მხრიდან: ეროვნული პოლიციის ოფისის საერთაშორისო სამართალდამცავი თანამშრომლობის ცენტრი.

3. იუსტიციის ორგანოები:

a) საქართველოს მხრიდან: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს პროკურატურა და საქართველოს საერთო სასამართლოები;

b) უნგრეთის მხრიდან: მართლმსაჯულების სასამართლოები და პროკურატურის ორგანოები.

4. პერსონალური მონაცემები: ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.

5. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები: პერსონალური მონაცემები, რომლებიც აშკარას ხდის რასობრივ წარმომავლობას, ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობასთან კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს ან პარტიულ კუთვნილებას, რელიგიურ ან სხვა მრწამსს, წარმომადგენლობით ორგანიზაციებში წევრობას, აგრეთვე პერსონალური მონაცემი, რომლებიც ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, პათოლოგიურ მიდრეკილებას ან სქესობრივ ცხოვრებას და, აგრეთვე, კრიმინალური პერსონალური მონაცემებ