(1) თითოეულ კომპეტენტურ უწყებას, მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, შეუძლია წარგზავნოს მეკავშირე ოფიცრები მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ უწყებებში განსაზღვრული ვადით. უფლებამოსილ ატაშეს, რომელიც აკრედიტებულია მიმღები ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, აგრეთვე შეუძლია განახორციელოს მეკავშირე ოფიცრის ფუნქციები.

(2) მეკავშირე ოფიცრების წარგზავნის მიზანია ხელშემკვრელ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაფართოება და უწყვეტი დახმარების უზრუნველყოფა შემდეგ საკითხებში:

a) დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ინფორმაციის გაცვლა;

b) წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება;

c) რეადმისიის შესახებ შეთანხმებების განხორციელებასთან დაკავშირებული თანამშრომლობა;

d) იმ ორგანოთა ამოცანების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის გადაცემა, რომლებსაც მინდობილი აქვთ საჯარო წესრიგის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების თავიდან აცილება.

(3) მეკავშირე ოფიცერს უნდა ჰქონდეს კომპეტენტური უწყებების დამხმარე მრჩევლის ფუნქცია და არ უნდა იყოს უფლებამოსილი, დამოუკიდებლად განახორციელოს დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებებ