1. მხარეები თანხმდებიან, გააფართოონ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობა საქართველოს მეკავშირე ოფიცრ(ებ)ის წარგზავნის გზით. ევროპოლს თავისი ნება-სურვილიდან გამომდინარე შეუძლია თანაბრად განიხილოს მეკავშირე ოფიცრ(ებ)ის საქართველოში წარგზავნის საკითხი.

2. მეკავშირე ოფიცრების ამოცანები, უფლებები და ვალდებულებები, მათი რაოდენობა და დაკავშირებული ხარჯები განისაზღვრება წერილების გაცვლის გზით.

3. საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ მის მეკავშირე ოფიცრებს ჰქონდეთ სწრაფი და, სადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია, პირდაპირი წვდომა მონაცემთა ეროვნულ ბაზებთან, რაც აუცილებელია მათთვის თავიანთი შესაბამისი ამოცანების შესასრულებლად.

4. ევროპოლი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება საქართველოს ნიდერლანდების სამეფოსთან შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით, რომელიც დაარეგულირებს საქართველოს მიერ წარგზავნილი მეკავშირე ოფიცრების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების საკითხებს. საქართველოს ტერიტორიაზე ევროპოლის მეკავშირე ოფიცერი ისარგებლებს ისეთივე პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, როგორიც მინიჭებული აქვთ საქართველოში განთავსებული შესაბამისი რანგის მქონე დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალის წევრებს.

თავი III - ინფორმაციის გაცვ