1. მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა უნდა განხორციელდეს მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების დებულებებით გათვალისწინებული მიზნით და ამ დებულებების შესაბამისად.
2. მხარეების მიერ პერსონალური მონაცემებისა და საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა უნდა გამომდინარეობდეს ცალკეულ შემთხვევებში წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების თავიდან აცილების ან მათ წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობიდან.
3. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით საქართველოს მიერ პერსონალური მონაცემების, მათ შორის ისეთი პერსონალური მონაცემების, რომლებიც მიჩნეულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციად, დამუშავება ექვემდებარება საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, განსაკუთრებით მონაცემთა დაცვის შესახებ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.
4. მხარეებმა ერთმანეთს უნდა მიაწოდონ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც იქნა შეგროვებული, შენახული და გადაცემული თავიანთი სამართლებრივი სისტემის შესაბამისად და რომელიც არ იქნა აშკარად მოპოვებული ადამიანის უფლებათა დარღვევით. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპოლი, კერძოდ, იმოქმედებს საბჭოს 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-20 (4) მუხლით, რომლითაც დამტკიცებულია ევროპოლის მხრიდან პარტნიორებთან ურთიერთობის, მათ შორის, პერსონალური მონაცემებისა და საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის მარეგულირებელი საიმპლემენტაციო წესები.
5. ფიზიკურ პირებს აქვთ უფლება, გაეცნონ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გადაცემულ მათთან დაკავშირებულ ინფორმაციას და შეამოწმონ, გაასწორონ ან წაშალონ ასეთი ინფორმაცია. აღნიშნული უფლებით სარგებლობის შემთხვევებში, მოთხოვნაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შედგება კონსულტაცია გადამცემ მხარესთან.
6. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გადაცემულ ინფორმაციაზე საჯარო წვდომის შესახებ მოთხოვნები შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა წარედგინოს გადამცემ მხარეს მისი თანხმობისთვის. აღნიშნული ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროვდეს, თუ ამას ეწინააღმდეგება გადამცემი მხარ