1. თანამშრომლობის ხელშეწყობის და წინამდებარე შეთანხმების დებულებების განვითარების გაძლიერების, აგრეთვე მათი მონიტორინგის მიზნით, მხარეები თანხმდებიან, რომ, საჭიროების შემთხვევაში, საჭიროა რეგულარული შეხვედრების გამართვა, კერძოდ:

a) ევროპოლსა და საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს შორის რეგულარულად უნდა გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრები წინამდებარე შეთანხმებასთან და ზოგადად თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად;

b) ეროვნული საკონტაქტო პუნქტის წარმომადგენელმა და ევროპოლმა რეგულარულად უნდა გაიარონ ერთმანეთთან კონსულტაციები პოლიტიკასთან და საერთო ინტერესთან დაკავშირებულ საკითხებზე თავიანთი ამოცანების განხორციელებისა და თავიანთი შესაბამისი საქმიანობის კოორდინირების მიზნით;

c)  ეროვნული საკონტაქტო პუნქტის წარმომადგენელი შეიძლება მიწვეულ იქნეს ევროპოლის ეროვნული დანაყოფების ხელმძღვანელთა შეხვედრებზე დასასწრებად.

2. საჭიროების შემთხვევაში, საჭირო დონეზე უნდა გაიმართოს კონსულტაციები საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისა და ევროპოლის იმ წარმომადგენლებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული დანაშაულის სფეროებზე, თავიანთი კონკრეტული საქმიანობის ორგანიზების ყველაზე ეფექტიანი გზის შეთანხმების მიზნი