წინამდებარე შეთანხმების მიზნისთვის:

a)  „ევროპოლის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილება“ ნიშნავს ევროპის პოლიციის სამსახურის (ევროპოლი) შექმნის შესახებ 2009 წლის 6 აპრილის საბჭოს გადაწყვეტილებას, OJ L 121, 15.5.2009;

b)  „პერსონალური მონაცემები“ ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს: იდენტიფიცირებადი პირი არის პირი, რომლის იდენტიფიცირებაც შეიძლება მოხდეს პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან მისი მახასიათებელი ერთ-ერთი ან რამდენიმე ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნით;

c)  „პერსონალურ მონაცემთა დამუშავება“ (შემდგომში წოდებული როგორც „დამუშავება“) ნიშნავს პერსონალურ მონაცემთა მიმართ ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას ან მოქმედებათა ერთობლიობას, კერძოდ, შეგროვებას, ჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, ადაპტირებას ან შეცვლას, გამოთხოვას, კონსულტაციას, გამოყენებას, გამჟღავნებას გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას;

d)      „ინფორმაცია“ ნიშნავს პერსონალურ და არაპერსონალურ მონაცემებს.

თავი I - მოქმედების სფე