1. წინამდებარე შეთანხმებით დამყარებული თანამშრომლობა ეხება დანაშაულის ყველა იმ სფეროს, მათ შორის, მასთან დაკავშირებულ დანაშაულებს, რომელიც განეკუთვნება ევროპოლის კომპეტენციას, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე შეთანხმების დანართ 1-ში.
2. დაკავშირებული დანაშაულები არის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის საშუალებების მოპოვების მიზნით, დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ასეთი ქმედებების ხელშეწყობის ან განხორციელების მიზნით და დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ასეთი ქმედებების დაუსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით.
3. იმ შემთხვევაში, თუ ევროპოლის კომპეტენცია ნებისმიერი სახით შეიცვლება წინამდებარე შეთანხმების დანართ 1-თან მიმართებაში, ევროპოლის კომპეტენციასთან დაკავშირებული ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან ევროპოლს შეუძლია წინამდებარე შეთანხმების 25-ე მუხლის თანახმად წერილობით შესთავაზოს საქართველოს, რომ წინამდებარე შეთანხმება გამოყენებულ იქნეს ახალი კომპეტენციის შესაბამისა