1. პერსონალურ მონაცემთა შესახებ მხარეების მოთხოვნები უნდა შეიცავდეს მითითებას მათ მიზანსა და მიზეზზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული მითითების არარსებობის შემთხვევაში, მხარეებს არ აქვთ უფლება, გადასცენ პერსონალური მონაცემები.

3. პერსონალურ მონაცემთა გადაცემისას ან გადაცემამდე მხარეებმა უნდა მიუთითონ მონაცემთა გადაცემის მიზანი და ნებისმიერი შეზღუდვები, რომლებიც ეხება მათ გამოყენებას, წაშლას ან განადგურებას, მათ შორის ზოგადად ან სპეციალური პირობებით გათვალისწინებული მათთან წვდომის შესაძლო შეზღუდვები. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შეზღუდვების საჭიროება გამოიკვეთება მიწოდების შემდეგ, მხარეებმა ასეთი შეზღუდვების თაობაზე უნდა აცნობონ ერთმანეთს მოგვიანებით.

4. მხარეებმა უსაფუძვლო დაყოვნების გარეშე, მიღებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში, უნდა განსაზღვრონ, არის თუ არა გადაცემული პერსონალური მონაცემები აუცილებელი იმ მიზნისთვის, რისთვისაც ისინი გადაიცა და თუ რა მოცულობით, და აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობონ გადამცემ მხარეს. პერსონალური მონაცემები უნდა წაიშალოს მაშინვე, როდესაც მონაცემები აღარ არის აუცილებელი იმ მიზნისთვის, რისთვისაც ისინი გადაიცა.

5. რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, პოლიტიკური შეხედულების ან რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის, ან პროფესიული კავშირის წევრობის გამომვლინებელი და პირის ჯანმრთელობასთან ან სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები მხარეებს შეუძლიათ გადასცენ და შემდგომ დაამუშაონ ასეთი გადაცემული პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მკაცრად აუცილებელია.

6. ევროპოლმა უნდა აწარმოოს პერსონალურ მონაცემთა ამ მუხლის შესაბამისად განხორციელებული ყველა კომუნიკაციისა და ასეთი კომუნიკაციების საფუძვლების აღრიცხვ