1. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მხარეების მიერ ინფორმაციის მიწოდების დროს შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მიეთითოს ინფორმაციის წყარო შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
a. როდესაც არ არსებობს ეჭვი წყაროს ავთენტურობასთან, სანდოობასთან და კომპეტენციასთან დაკავშირებით, ან ინფორმაცია მიწოდებულია ისეთი წყაროს მიერ, რომელსაც წარსულში დამტკიცებული აქვს თავისი საიმედოობა ყველა შემთხვევაში;
b. წყაროს, რომლისგანაც იქნა მიღებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში აქვს დამტკიცებული თავისი საიმედოობა;
c. წყაროს, რომლისგანაც იქნა მიღებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში აქვს დამტკიცებული თავისი არასაიმედოობა;
x. წყაროს საიმედოობის შეფასება ვერ ხერხდება.
2. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მხარეების მიერ ინფორმაციის მიწოდების დროს შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მიეთითოს ინფორმაციის საიმედოობა შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
1. ინფორმაცია, რომლის სიზუსტესთან დაკავშირებითაც არ არსებობს ეჭვი;
2. ინფორმაცია, რომელიც ცნობილია პირადად წყაროსთვის, მაგრამ არ არის ცნობილი პირადად იმ თანამშრომლისთვის, რომელიც მას გადასცემს;
3. ინფორმაცია, რომელიც არ არის ცნობილი პირადად წყაროსთვის, მაგრამ იგი დასტურდება უკვე აღრიცხული სხვა ინფორმაციით;
4. ინფორმაცია, რომელიც არ არის ცნობილი პირადად წყაროსთვის, და ვერ ხერხდება მისი დადასტურება.
3. თუ ერთ-ერთი მხარე მის მფლობელობაში უკვე არსებული ინფორმაციის საფუძველზე დაასკვნის, რომ საჭიროა მეორე მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შეფასების გასწორება, მან უნდა აცნობოს მეორე მხარეს ამის თაობაზე და ეცადოს შეფასებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმების მიღწევას. არცერთ მხარეს არ შეუძლია მიღებული ინფორმაციის შეფასების შეცვლა ასეთი შეთანხმების გარეშე.
4. თუ მხარე იღებს ინფორმაციას შეფასების გარეშე, მან შესაძლებლობის ფარგლებში და გადამცემ მხარესთან შეთანხმებით უნდა ეცადოს, შეაფასოს წყაროს ან ინფორმაციის საიმედოობა მის მფლობელობაში უკვე არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
5. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ინფორმაციის კონკრეტული სახეობებისა და კონკრეტული წყაროების შეფასების ზოგად წესებზე, რაც უნდა აისახოს საქართველოსა და ევროპოლს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში. თუ ინფორმაციის მიწოდება განხორციელდა ასეთი ზოგადი შეთანხმებების საფუძველზე, ეს უნდა მიეთითოს აღნიშნულ ინფორმაციაში.
6. თუ შეუძლებელია სარწმუნო შეფასების გაკეთება, ან არ არსებობს ზოგადი წესების შესახებ შეთანხმება, ინფორმაცია განხილული უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტის („x“
) ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის მე-4 ქვეპუნქტის თანახმა