1. მხარეებმა უნდა შეინახონ პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მათი გადაცემის მიზნისთვის. შემდგომი შენახვის საჭიროება გადახედილი უნდა იქნეს გადაცემიდან არაუგვიანეს სამი წლის ვადაში. გადახედვისას მხარეებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება მონაცემთა შემდგომ შენახვაზე მომდევნო გადახედვამდე, რაც უნდა განხორციელდეს შემდგომი სამწლიანი პერიოდის შემდეგ, თუ აღნიშნული ჯერ კიდევ აუცილებელია მათი ამოცანების შესასრულებლად. თუ მონაცემთა შემდგომ შენახვაზე არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, აღნიშნული მონაცემები ავტომატურად უნდა წაიშალოს.
2. თუ მხარეს აქვს მიზეზი, იფიქროს, რომ მის მიერ წინასწარ გადაცემული პერსონალური მონაცემები არის არასწორი, არაზუსტი, აღარ არის განახლებული ან რომ ისინი არ უნდა გადაცემულიყო, მან უნდა აცნობოს მეორე მხარეს, რომელმაც უნდა გაასწოროს ან წაშალოს პერსონალური მონაცემები და გააგზავნოს შეტყობინება ამის შესახებ.
3. თუ მხარეს აქვს მიზეზი, იფიქროს, რომ მის მიერ წინასწარ მიღებული პერსონალური მონაცემები არის არასწორი, არაზუსტი, აღარ არის განახლებული ან რომ ისინი არ უნდა გადაცემულიყო, მან უნდა აცნობოს მეორე მხარეს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს თავისი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ევროპოლს ეცნობება საქართველოდან მიღებული მონაცემების გასწორების ან წაშლის თაობაზე, მას მაინც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ინფორმაციის არწაშლის თაობაზე, თუ მას აქვს შემდგომი საჭიროება, დაამუშაოს ასეთი ინფორმაცია იმის გათვალისწინებით, რომ მის ფაილებში არსებული ინფორმაცია უფრო მოცულობითია ვიდრე ის ინფორმაცია, რომელსაც ფლობს საქართველო. ევროპოლმა უნდა აცნობოს საქართველოს ასეთი ინფორმაციის შემდგომი შენახვის თაობაზე. თუმცა, როდესაც ევროპოლი წაშლის მონაცემებს, ევროპოლმა ამის შესახებ უნდა აცნობოს საქართველო