1. ევროპოლს შეუძლია მოიწვიოს ექსპერტები საქართველოდან, რომლებიც ასოცირებულნი იქნებიან ანალიზის ჯგუფების საქმიანობასთან, და ევროპოლის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მე-14 (8) მუხლით გათვალისწინებული პირობების თანახმად დადოს ასოცირების შესახებ შეთანხმება ამ მიზნით.
2. ასოცირების შესახებ აღნიშნული შეთანხმებები კერძოდ მისცემს შესაძლებლობას ასოცირებულ ექსპერტებს:
a. დაესწრონ ანალიზის ჯგუფის შეხვედრებს, და
b. მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღონ ინფორმაცია ევროპოლისგან ანალიზის შესაბამისი სამუშაო ფაილის განვითარებაზე, და
c. მიიღონ ანალიზის შედეგები საქართველოსთან დაკავშირებით, ევროპოლის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მე-19 (2) და 24-ე (1) მუხლების პირობების დაცვით და წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისა