1. საქართველოსა და ევროპოლს შორის ინფორმაციის გაცვლის მიზნით უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნის, იმპლემენტაციისა და ოპერირების საკითხი დარეგულირდება მხარეებს შორის შეთანხმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით.

2. უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება ევროპოლის მიერ, ხოლო მისი ყოველთვიური ფუნქციონირების ხარჯებს გადაინაწილებენ მხარეები ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული პროპორციების შესაბამისად.

3. წინამდებარე შეთანხმების 21-ე მუხლისთვის ზიანის მიუყენებლად, მხარეს დაეკისრება პასუხისმგებლობა უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნასთან, იმპლემენტაციასთან ან ოპერირებასთან მიმართებით არამართლზომიერი ქმედებების შედეგად მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანისთვის.

4. უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნის, იმპლემენტაციის და ოპერირების შესახებ დებულებების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის არსებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს წინამდებარე შეთანხმების 22-ე მუხლის შესაბამისა