1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის საქართველოს მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით იმ წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან, რომელიც ეხება ევროპოლის მიერ საქართველოდან შიდა სარატიფიკაციო პროცედურების დასრულების შესახებ შეტყობინების მიღებას.

2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით, წინამდებარე შეთანხმების 27-ე მუხლის გათვალისწინებით.

3. წინამდებარე შეთანხმების მოქმედება საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, მიმართებით, სადაც საქართველოს მთავრობა არ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, გავრცელდება მაშინ, როდესაც საქართველო უზრუნველყოფს წინამდებარე შეთანხმების სრულ იმპლემენტაციასა და განხორციელებას, შესაბამისად, მის მთელ ტერიტორიაზ