1. მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა თავიანთი შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების თანახმად იმ ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მიყენებულია ფიზიკური პირისთვის ინფორმაციის გაცვლის დროს სამართლებრივი ან ფაქტობრივი ხარვეზების შედეგად. არცერთ მხარეს არ შეუძლია ამტკიცოს, რომ მეორე მხარემ მას მიაწოდა არაზუსტი ინფორმაცია, იმ მიზნით, რათა თავიდან აიცილოს მისი პასუხისმგებლობა დაზარალებულ მხარესთან მიმართებით თავისი შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების თანახმად.
2. თუ აღნიშნული სამართლებრივი ან ფაქტობრივი ხარვეზები გამოწვეულია ინფორმაციის შეცდომითი კომუნიკაციის ან მეორე მხარის მხრიდან მისი წილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ისინი ვალდებულნი არიან მოთხოვნის შემთხვევაში აანაზღაურონ ნებისმიერი ის თანხა, რაც გადახდილ იქნა კომპენსაციისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეორე მხარემ ინფორმაცია გამოიყენა წინამდებარე შეთანხმების დარღვევით.
3. მხარეებმა არ უნდა მოითხოვონ ერთმანეთისგან საჯარიმო ან არაკომპენსირებადი ზიანის ანაზღაურება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისა