მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გაცვლილი ან მიღებული ინფორმაცია დაცული იქნეს ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მეშვეობით. ასეთი ზომები აუცილებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათით გათვალისწინებული საშუალებები არის იმ მიზნის პროპორციული, რომლის მისაღწევადაც, დაცვის თვალსაზრისით, იქნა ისინი შემოღებული, და რომლებიც გამიზნულია, რათა:

1) არაუფლებამოსილ პირებს არ მიეცეთ წვდომა იმ აღჭურვილობაზე, რომელიც გამოიყენება პერსონალურ მონაცემთა დასამუშავებლად (აღჭურვილობაზე წვდომის კონტროლი),2) თავიდან იქნეს აცილებული პერსონალურ მონაცემთა შემცველის უნებართვო წაკითხვა, კოპირება, მოდიფიცირება ან წაშლა (კონტროლი მონაცემთა შემცველზე),3) თავიდან იქნეს აცილებული პერსონალურ მონაცემთა უნებართვო შეტანა და უნებართვო შემოწმება, შენახული პერსონალური მონაცემების მოდიფიცირება ან წაშლა (კონტროლი შენახვაზე),4) თავიდან იქნეს აცილებული იმ არაუფლებამოსილ პირთა მხრიდან მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემების გამოყენება, რომლებიც იყენებენ მონაცემთა კომუნიკაციის აღჭურვილობას (მომხმარებელთა კონტროლი),5) უზრუნველყოფილ იქნეს, რომ პირებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გამოიყენონ მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემები, ჰქონდეთ წვდომა მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემებზე, რომლებთანაც მათ გააჩნიათ დაშვება (კონტროლი მონაცემთა წვდომაზე),6) უზრუნველყოფილ იქნეს იმ ორგანოთა გადამოწმების და დადგენის შესაძლებლობა, რომლებსაც შეიძლება გადაეცეს ან რომლებსაც გადაეცა პერსონალური მონაცემები მონაცემთა კომუნიკაციის აღჭურვილობის გამოყენებით (კონტროლი კომუნიკაციაზე),7) უზრუნველყოფილ იქნეს იმ პერსონალურ მონაცემთა გადამოწმების და დადგენის შესაძლებლობა, რომლებიც შეტანილ იქნა მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემებში, და როდის და ვის მიერ მოხდა პერსონალური მონაცემების შეტანა (კონტროლი შეტანაზე),8)  თავიდან იქნეს აცილებული პერსონალურ მონაცემთა უნებართვო წაკითხვა, კოპირება, მოდიფიცირება ან წაშლა პერსონალურ მონაცემთა გადაცემის დროს ან მონაცემთა შემცველის ტრანსპორტირების დროს (კონტროლი ტრანსპორტირებაზე),9) უზრუნველყოფილ იქნეს დაყენებული სისტემების დაუყოვნებლივ აღდგენის შესაძლებლობა მათი შეფერხების შემთხვევაში (აღდგენა),10) უზრუნველყოფილ იქნეს სისტემის ხარვეზების გარეშე ფუნქციონირება, ფუნქციონირებისას ხარვეზების წარმოქმნის შესახებ დაუყოვნებელი შეტყობინება (საიმედოობა) და სისტემის გაუმართავი მუშაობის გამო შენახული პერსონალური მონაცემების დაუზიანებლობა (მთლიანობა).

თავი IV - თანამშრომლობის სხვა ფორმე