1. მიზნის საფუძველზე გადაცემული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც ის გადაიცა და მხარეებმა პატივი უნდა სცენ მის გამოყენებაზე, წაშლასა და განადგურებაზე დაწესებულ ნებისმიერ შეზღუდვას, მათ შორის, ზოგადად ან სპეციალური პირობებით გათვალისწინებულ, მასთან წვდომაზე დაწესებულ შესაძლო შეზღუდვებს.
2. ინფორმაციის გამოყენება სხვა მიზნით, გარდა იმ მიზნისა, რისთვისაც ეს ინფორმაცია გადაიცა, ნებადართული უნდა იყოს გადამცემი მხარის მიე