1. საქართველო განსაზღვრავს ეროვნულ საკონტაქტო პუნქტს, რომელიც იმოქმედებს როგორც ცენტრალური საკონტაქტო პუნქტი ევროპოლსა და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებს შორის.

2. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ინფორმაციის გაცვლა ევროპოლსა და საქართველოს შორის ხორციელდება ევროპოლსა და ეროვნულ საკონტაქტო პუნქტს შორის. მიუხედავად ამისა, აღნიშნული არ გამორიცხავს ევროპოლსა და წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლით განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოებს შორის ინფორმაციის უშუალო გაცვლას, თუ ორივე მხარე ამას სათანადოდ მიიჩნევს.

3. ეროვნული საკონტაქტო პუნქტი აგრეთვე წარმოადგენს ცენტრალურ საკონტაქტო პუნქტს წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების გადახედვასთან, გასწორებასთან ან/და წაშლასთან დაკავშირებით.

4. ეროვნული საკონტაქტო პუნქტი ამასთანავე წარმოადგენს ცენტრალურ საკონტაქტო პუნქტს საქართველოში დაფუძნებული კერძო მხარეებისგან მიღებული პერსონალური მონაცემების, აგრეთვე საქართველოში მცხოვრები ფიზიკური პირებისგან მიღებული ინფორმაციის ევროპოლისთვის გადაცემაზე.

5. საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ეროვნულ საკონტაქტო პუნქტს ჰქონდეს შესაძლებლობა, ინფორმაციის გაცვლა აწარმოოს 24-საათიან რეჟიმში. ეროვნულმა საკონტაქტო პუნქტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ინფორმაციის გაცვლა წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლით განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოებთან განხორციელდეს დაყოვნების გარეშე.

6. საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პუნქტი განისაზღვრება წინამდებარე შეთანხმების დანართ 2-შ