1. კომპეტენტური ორგანოები არის საქართველოში არსებული ყველა საჯარო უწყება, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ისინი მოცემულია წინამდებარე შეთანხმების დანართ 2-ში.

2. წინამდებარე შეთანხმების მე-11 მუხლისთვის ზიანის მიუყენებლად, ევროპოლის მიერ ინფორმაციის გადაცემა საქართველოსთვის და ინფორმაციის გადაცემა საქართველოს ფარგლებში უნდა შემოიფარგლოს აღნიშნული კომპეტენტური ორგანოები