1. საქართველოს მიერ მიღებული ინფორმაციის შემდგომი გადაცემა უნდა შემოიფარგლოს წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კომპეტენტური ორგანოებით და უნდა განხორციელდეს იმავე პირობებით, რაც განსაზღვრულია პირველადი გადაცემისთვის. ნებისმიერი სხვა შემდგომი გადაცემა, მათ შორის მესამე სახელმწიფოებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, უნდა შეთანხმდეს ევროპოლთან.

2. ევროპოლის მიერ მიღებული ინფორმაციის შემდგომი გადაცემა უნდა შემოიფარგლოს დანაშაულების თავიდან აცილებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელი ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ორგანოებით და უნდა განხორციელდეს იმავე პირობებით, რაც განსაზღვრულია პირველადი გადაცემისთვის. ნებისმიერი სხვა შემდგომი გადაცემა, მათ შორის მესამე სახელმწიფოებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, უნდა შეთანხმდეს საქართველოსთა