თითოეულმა მხარემ უნდა:

1.  დაიცვას არაკლასიფიცირებული ინფორმაცია წინამდებარე შეთანხმებისა და წინამდებარე შეთანხმების მე-20 მუხლში მითითებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად სხვადასხვა ზომების მეშვეობით, რომლებიც მათ შორის მოიცავს დისკრეციისა და კონფიდენციალურობის ვალდებულებას, მხოლოდ უფლებამოსილი პერსონალის მიერ წვდომასა და ზოგად ტექნიკურ და პროცედურულ ზომებს, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც პირდაპირ არის განსაზღვრული ან ცხადად ამოცნობადია როგორც საჯარო ინფორმაცია;

2.  დაიცვას საიდუმლო ინფორმაცია წინამდებარე შეთანხმებისა და წინამდებარე შეთანხმების მე-20 მუხლში მითითებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად;

3.  უზრუნველყოს უსაფრთხოების ორგანიზების, ზოგადი საფუძვლებისა და ზომების არსებობა. მხარეები ორმხრივად აღიარებენ და იყენებენ თავიანთ შესაბამის უსაფრთხოების სისტემებში და პროცედურებში დანერგილ ზოგად პრინციპებსა და მინიმალურ სტანდარტებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის სულ მცირე ეკვივალენტურ დონეზე დაცვა;

4. უზრუნველყოს, რომ შენობებს, სადაც წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია ინახება, გააჩნდეთ ფიზიკური უსაფრთხოების სათანადო დონე მხარის შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების თანახმად;

5. უზრუნველყოს, რომ ინფორმაციის გაცნობა და მისი ფლობა შემოიფარგლება მხოლოდ იმ პირებით, რომლებიც მათი მოვალეობებიდან და ვალდებულებებიდან გამომდინარე საჭიროებენ ასეთი ინფორმაციის გაცნობას ან საჭიროებენ მასთან მოპყრობას;

6.  უზრუნველყოს, რომ ყველა პირი, რომელიც მისი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში საჭიროებს ან მისი მოვალეობებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე შეიძლება საჭიროებდეს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას, დაექვემდებაროს უსაფრთხოების ძირითად შემოწმებას მხარის შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების თანახმად;

7.  იკისროს პასუხისმგებლობა მეორე მხარისთვის მიწოდებული ინფორმაციისთვის სათანადო საიდუმლოობის ხარისხის შერჩევაზე;

8.  უზრუნველყოს, რომ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაცია ინარჩუნებს ისეთივე საიდუმლოობის ხარისხს, როგორიც მინიჭებულია წარმომშობი მხარის მიერ. მიმღებმა მხარემ უნდა დაიცვას საიდუმლო ინფორმაცია ეკვივალენტური საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მარეგულირებელი თავისი სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად;

9. არ გამოიყენოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაცია ან არ დაუშვას მისი გამოყენება წარმომშობის წერილობითი თანხმობის გარეშე, თუ ასეთი გამოყენება არ შეესაბამება იმ მიზნებს და არ ექცევა იმ ნებისმიერი შეზღუდვის ფარგლებში, რომლებიც მითითებულია წარმომშობის მიერ ან მისი სახელით;

10. არ გაუმჟღავნოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაცია მესამე მხარეებს ან არ დაუშვას მისი მათთვის გამჟღავნება წარმომშობის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშ