1. ყველა დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, უნდა გადაწყდეს მხარეების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით.
2. ერთ-ერთი მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესრულებასთან დაკავშირებით სერიოზული ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, ან თუ მხარეს მიაჩნია, რომ ასეთი ხარვეზები შეიძლება უახლოეს მომავალში წარმოიშვას, თითოეულ მხარეს შეუძლია დროებით შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, სანამ ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, წინამდებარე შეთანხმებით მხარეებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები ძალაში რჩება.