1. წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები წერილობით ნებისმიერ დროს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. ნებისმიერი ცვლილება მოწონებული უნდა იქნეს ევროპის კავშირის საბჭოს მიერ. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა ისეთივე წესით, რა წესითაც წინამდებარე შეთანხმება შედის ძალაში.

2. წინამდებარე შეთანხმების დანართებში, ასევე წინამდებარე შეთანხმების მე-3 (3) მუხლის დებულებებში ცვლილებების შეტანა შეიძლება განხორციელდეს მხარეებს შორის ნოტების გაცვლის გზით. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა უკანასკნელი ნოტის მიღების დღიდან. აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტისთვის ზიანის მიუყენებლად, წინამდებარე შეთანხმების დანართებში ცვლილებების შეტანა შეიძლება შეთანხმდეს ევროპის კავშირის საბჭოს მხრიდან მოწონების გარეშე.

4. მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები წინამდებარე შეთანხმებაში ან მის დანართებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მათგანის მოთხოვნის საფუძველზ