საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს ასოცირების საბჭოსგან შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. ასოცირების საბჭო საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს მიაწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას.

საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ინფორმირებული იქნება ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესახებ.

საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს შეუძლია ასოცირების საბჭოსთვის რეკომენდაციების მიცემა.

საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს შეუძლია შექმნას საპარლამენტო ასოცირების ქვე-კომიტეტები.

სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა