ასოცირების კომიტეტს დაეხმარება წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ქვე-კომიტეტები.
ასოცირების საბჭოს კონკრეტულ სფეროებთან მიმართებით შეუძლია შექმნას სპეციალური კომიტეტი ან ორგანო, რომელიც აუცილებელია წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციისათვის და განსაზღვროს ხსენებული სპეციალური კომიტეტების ან ორგანოების შემადგენლობა, მათი მოვალეობები და ფუნქციები. ამას გარდა, ამგვარ სპეციალურ კომიტეტებს ან ორგანოებს შეუძლიათ გამართონ განხილვები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი ჩათვლიან რელევანტურად შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) ნებისმიერი კონკრეტული დებულებისათვის ზიანის მიუყენებლად.
ასოცირების კომიტეტს ასევე შეუძლია ჩამოაყალიბოს ქვე-კომიტეტები წინამდებარე შეთანხმების V კარსა (ეკონომიკური თანამშრომლობა) და VI კარში (თანამშრომლობის სხვა სფეროები) გათვალისწინებულ რეგულარულ დიალოგებში მიღწეული პროგრესის შეჯამების მიზნით;
ქვე-კომიტეტები უფლებამოსილნი არიან მიიღონ გადაწყვეტილებები წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ისინი, მოთხოვნის შესაბამისად, თავიანთი საქმიანობის შესახებ რეგულარულ ანგარიშს წარუდგენენ ასოცირების კომიტეტს.
წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) საფუძველზე შექმნილი ქვე-კომიტეტები სავაჭრო კონფიგურაციით ასოცირების კომიტეტს, წინამდებარე შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეატყობინებენ თავიანთი შეხვედრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ შეხვედრებამდე საკმარისი პერიოდით ადრე. ქვე-კომიტეტები თავიანთი საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენენ სავაჭრო კონფიგურაციით ასოცირების კომიტეტის ყოველი რეგულარული შეხვედრის დროს.
ნებისმიერი ქვე-კომიტეტის არსებობა ხელს არ შეუშლის რომელიმე მხარეს, რომ საკითხი პირდაპირ დასვას ასოცირების კომიტეტის წინაშე, სავაჭრო კონფიგურაციის ჩათვლით.
საპარლამენტო ასოცირების კომიტე