შესაბამისად, იქმნება ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ფორუმს შეხვედრისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის  და შედგება ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრების ჩათვლით, და საქართველოს მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელთა ჩათვლით. კომიტეტი შეიკრიბება მის მიერ განსაზღვრული ინტერვალების შესაბამისად.

სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა შეიმუშავებს საკუთარ საპროცედურო წესებს.

სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმას მონაცვლეობით უხელმძღვანელებენ ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წარმომადგენელი და საქართველოს მხრიდან - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საპროცედურო წესებით დადგენილი დებულებების შესაბამისა