წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოების მიზნის შესაბამისად, ასოცირების საბჭო წარმოადგენს ფორუმს ინფორმაციის გაცვლისთვის ევროკავშირისა და საქართველოს, როგორც მომზადების პროცესში მყოფ, ასევე ძალაში შესული შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისა და იმპლემენტაციის, აღსრულებისა და შესაბამისობის ზომების თაობაზე.

წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ასოცირების საბჭო უფლებამოსილია განაახლოს ან შეასწოროს ამ შეთანხმების დანართები, წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) ნებისმიერი კონკრეტული დებულებისათვის ზიანის მიუყენებლად.

ასოცირების კომიტე