ასოცირების საბჭოს შეუძლია ასოცირების კომიტეტს გადასცეს ნებისმიერი მისი უფლებამოსილება, მათ შორის, უფლებამოსილება, მიიღოს სავალდებულო გადაწყვეტილებები.

ასოცირების კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ასოცირების საბჭოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების სფეროებში, როგორც ეს მითითებულია ასოცირების საბჭოს შესახებ 406-ე მუხლის  პირველ პუნქტში. ეს გადაწყვეტილებები სავალდებულოა მხარეთათვის, რომლებიც მიიღებენ შესაბამის ზომებს მათი იმპლემენტაციის მიზნით. ასოცირების კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებებს მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების გათვალისწინებით.

ასოცირების კომიტეტი შეიკრიბება სპეციალური კონფიგურაციით რათა განიხილოს ყველა საკითხი, რაც უკავშირდება წინამდებარე შეთანხმების IV კარს (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხები).  ასოცირების კომიტეტი აღნიშნული კონფიგურაციით შეიკრიბება მინიმუმ წელიწადში ერთხე