1. იმ შემთხვევაში, როდესაც:

a) ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობსმეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან

b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს და მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში.

და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ და ფინანსურ ურთიერთდამოკიდებულებაში იქმნება ან მყარდება პირობები, განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდათ ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლებოდა რომელიმე მათგან დარიცხოდა, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო მას არ დაერიცხა, შეიძლება ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და შესაბამისად დაიბეგროს გადასახადით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად ბეგრავს გადასახადით იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი ქვეყნის საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლებოდა დარიცხულიყო პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოზე. თუკი ამ ორ საწარმოს შორის იქმნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ნებისმიერი მსგავსი კორექტირება განხორციელდება მხოლოდ მოცემული კონვენციის 26–ე მუხლით გათვალისწინებული ერთობლივი შეთანხმების პროცედურის შესაბამისა