1. ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას საცხოვრებელი ადგილის, ეკონომიკური საქმიანობის ადგილის, ადგილსამყოფელის, მართვის ადგილის ან სხვა ნებისმიერი ანალოგიური კრიტერიუმის საფუძველზე. ეს ტერმინი არ მოიცავს პირს, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას ამ ქვეყანაში, მხოლოდ ამ სახელმწიფოში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი გვევლინება ორივე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტად, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:

a) ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრის);

b) თუ შეუძლებელია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას გააჩნია სასიცოცხლო ინპტერესების ცენტრი ან, თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია არცერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;

c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს არცერთ მათგანში, ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს;

d) თუ ის არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქე ან არცერთის, მაშინ ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები. ამ საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც განთავსებულია მისი ფაქტიური მართვის ადგილ