1. კონვენციის მიდზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს ბიზნესის მუდმივ ადგილს, რომლის მეშვეობითაც მთლიანად ან ნაწილობრივ ხორციელდება საწარმოს ბიზნესი.
2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“; კერძოდ მოიცავს:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს;
c) ოფისს;
d) ფაბრიკას;
e) სახელოსნოს;
f) მაღაროს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების სხვა ადგილს;
g) სამშენებლო მოედანს, სამონტაჟო ან საამწყობო პროექტს, თუ ისინი არსებობენ 6 თვეზე მეტ ხანს.
3. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ არ მოიცავს საქმიანობის შემდეგ სახეებს:
a) ნაგებობების (მოწყობილობების) გამოყენებას საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების შენახვის და დემონსტირების მიზნით;
b) საქონლის ან ნაკეთობების იმ მარაგების შენახვას, რომლებიც საწარმოს აქვს მხოლოდ შენახვის ან დემონსტირების მიზნით;
c) საქონლის ან ნაკეთობების იმ მარაგების შენახვას, რომლებიც საწარმოს აქვს სხვა საწარმოსათვის მათი გადამუშავების მიზნით;
d) ბიზნესის მუდმივი ადგილის დაფუძნებას საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობების შესყიდვის ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
e) ბიზნესის მუდმივი ადგილის დაფუძნებას მხოლოდ რეკლამირებისათვის ინფორმაციის მოპოვების, სამეცნიერო გამოკვლევებისა ან მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;
4. პირი, რომელიც მოქმედებს ერთ–ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს დაწესებულების სახელით მე–5–ე პუნქტით განსაზღვრული დამოუკიედებლი სტატუსის მქონე აგენტის გარდა განიხილება, როგორც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულება, თუ ასეთი არსებობს, და ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ენიჭება უფლება დადოს ხელშეკრულება საწარმოს სახელით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ პირის საქმიანობა შეზღუდულია საწარმოსათვის საქონლის შეძენით.
5. არ ჩაითვლება, რომ საწარმოს გააჩნია მუდმივი დაწესებულება ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ ამ სახელმწიფოში ის ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ბროკერის, კომისიონერის ან ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის მეშვეოით, იმ პირობით, თუ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.
6. ის ფაქტი, რომ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპანია აკონტროლებს ან კონტროლდება კომპანიის მიერ, რომელიც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტია ან რომელიც ბიზნესს ან ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით); თავისთავად ერთ–ერთ ამ კომპანიას არ გადააქცევს მეორის მუდმივ დაწესებულებად.