1. შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს საქმიანობის მუდმივ ადგილს, რომლის მეშვეობითაც მთლიანად ან ნაწილობრივ ხორციელდება საწარმოს საქმიანობა.

2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“, კერძოდ, მოიცავს:

ა)მართვის ადგილს;

ბ) ფილიალს;

გ) ოფისს;

დ) ფაბრიკას;

ე) სახელოსნოს;

ვ) მაღაროს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების სხვა ადგილს.

3. სამშენებლო ადგილი, სამშენებლო ან საინსტალაციო პროექტი, ან საკონტროლო საქმიანობა (საინსპექციო საქმიანობის ჩათვლით) წარმოადგენს მუდმივ დაწესებულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი საქმიანობა ხორციელდება 9 თვეზე მეტ ხანს.

4. მოცემული შეთანხმების დებულებათა შეუზღუდავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ არ მოიცავს საქმიანობის შემდეგ სახეებს:

ა) მოწყობილობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების მხოლოდ შენახვის, გამოფენის ან მიწოდების მიზნით;

ბ) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების მარაგების შენახვას, მხოლოდ შენახვის, გამოფენის ან მიწოდების მიზნით;

გ) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების მარაგების შენახვას, სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;

დ) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენარჩუნებას მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობების შესყიდვის, ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

ე) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენარჩუნებას მხოლოდ მოსამზადებელი და დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;

ვ) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენარჩუნებას მხოლოდ „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საქმიანობის ნებისმიერი კომბინირების მიზნით, თუ აღნიშნული კომბინირებიდან გამომდინარე ბიზნესის მუდმივი ადგილის მთლიანი საქმიანობა ატარებს მოსამზადებელ ან დამხმარე ხასიათს.

5. 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებათა შეუზღუდავად, პირი , რომელიც მოქმედებს ერთერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს დაწესებულების საბელით მე-6 პუნქტით განსაზღვრული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის გარდა განიხილება, როგორც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულება, თუ ასეთი არსებობს, და ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ენიჭება უფლება დადოს ხელშეკრულება საწარმოს სახელით, გარდა მე – 4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როცა ამ პირის საქმიანობა შეზღუდულია საწარმოსათვის საქონლის შეძენით.

6. არ ჩაითვლება, რომ საწარმოს გააჩნია მუდმივი დაწესებულება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ამ სახელმწიფოში ის ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ბროკერის, კომისიონერის ან ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, თუ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.

8. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, აკონტროლებს ან კონტროლდება იმ კომპანიის მიერ, რომელიც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტია ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად ერთ-ერთ ამ კომპანიას არ გადააქცევს მეორის მუდმივ დაწესებულებად.

თავი III

შემოსავლის დაბეგვ