1. საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო, საჰაერო და საგზაო ტრანსპორტის ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც განთავსებულია საწარმოს ფაქტიური მართვის ადგილი.

2. მოცემული მუხლის მიზნებისათვის საზღვაო, საეაერო და საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო ოპერაციებიდან მიღებული მოგება ითვალისწინებს შემდეგს:

ა) გემებისა და ხომალდების რეგულარულ გაქირავებიდან შემოსული მოგება და საერთაშორისო ტრანსპორტირებაში გამოყენებული გემებისა და ხომალდების ცალკეულ გაქირავებიდან მიღებული მოგება;

ბ) კონტეინერებისა ან საგზაო ტრანსპორტის გაქირავებიდან მიღებული მოგება, თუ ეს მოგება წარმოადგენს დანამატს იმ მოგებისა, რომლებიც გათვალისწინებულია 1-ლი პუნქტის დებულებებით.

3. თუ საზღვაო საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი განთავსებულია გემზე, ის იმ ხელშემკვრელ მხარეში განთავსებულად მიიჩნევა, რომლის პორტსაც მიეკუთვნება აღნიშნული გემი, თუ ასეთი პორტი არ არსებობს, იმ შემთხვევაში იმ ხელშემკვრელ მხარეში, რომლის რეზიდენტია გემის მემანქანე.

4. 1-ლი პუნქტის დებულებები გამოიყენება იმ მოგებების მიმართ, რომელიც მიიღება პულში, ერთობლივ საწარმოში ან საერთაშორისო გადაზიდვების სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობიდა