1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, დაექვემდებარება გადასახადს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. მსგავსი პროცენტი შეიძლება დაბეგრილ იქნას იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნა, ამ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები არის პროცენტის ბენეფიციარი, დაბეგვრა არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი რაოდენობის 10% -ს.
3. მე-2 პუნქტის დებულებათა მიუხედავად, პროცენტი გათავისუფლდება დაბეგვრისაგან იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნა, თუ პროცენტი წარმოადგენს:
ა) კომერციული სავალე ვალდებულების პროცენტს მოკლევადიანი კომერციული თამასუქით წარმოდგენილი სავალე ვალდებულების ჩათვლით – რომელიც წარმოიქმნა საწარმოს მიერ მიწოდებული საქონლის, სამრეწველო პროდუქციისა და გაწეული მომსაბურების გადავადებული გადახდის შედეგად;
ბ) სახელმწიფო გეგმის (რომელიც ითვალისწინებს ექსპორტის ხელის შეწყობას) ფარგლებში გამოყოფილი, გარანტირებული და უზრუნველყოფილი სესბის ან გაფართოებული, გარანტირებული და უზრუნველყოფილი კრედიტის პროცენტს;
გ) საბანკო საწარმოს მიერ გაცემული ნებისმიერი საბის სესბის პროცენტს;
დ) ერთ-ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოსათვის გადახდილ პროცენტს.
4. ტერმინი „პროცენტი“ მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს სავალე ვალდებულებებიდან, იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად, ასევე შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან, ობლიგაციებიდან და დებენტურიდან, მსგავსი ფასიანი ქაღალდების, ობლიგაციების და დენტურების პრემიული დანამატებისა და პრემიების ჩათვლით. მიუხედავად ამისა, ტერმინი „პროცენტი“. მოცემული მუხლის მიზნებისათვის, არ ითვალისწინებს არც ჯარიმას დაგვიანებული გადასახადისათვის და არც პროცენტს, მიჩნეულს დივიდენდად მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
5. 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციალური, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს ბიზნესს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც პროცენტი წარმოიშობა იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ეწევა დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზის მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც გადაიხდება პროცენტი, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას მე-7 და მე-14 მუხლების დებულებები.
6. იმ შემთხვევაში, როცა პროცენტის გადამხდელად გვევლინება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან რეზიდენტი, ითვლება რომ პროცენტი წარმოიშვა აღნიშნულ სახელმწიფოში. იმ დროს, როცა პროცენტების გადამხდელი პირი, თავისი რეზიდენტობის მიუხედავად, ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ფლობს მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას, რომლებსაც დაეკისრათ დავალიანების პროცენტული გადახდა და ამასთან, აღნიშნული პროცენტების გამომუშავება ხდება ამ მუდმივი დაწესებულების ან ფიქსირებული ბაზის მიერ, მაშინ მსგავსი პროცენტების წარმოშობის ადგილად ჩაითვლება ის ადგილი, სადაც განლაგებულია მოცემული მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.
7. თუ პროცენტების გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ან მათსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო სავალე მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც იგი გადაიხდება, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი კვლავ ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონების შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინები