1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პროფესიონალური მომსახურების ან სხვა დამოუკიდებელი ბასიათის საქმიანობის შედეგად იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში სანამ მას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ექნება ფიქსირებული ბაზა თავისი საქმიანობის განხორციელებისათვის. თუ მას გააჩნია ასეთი ფიქსირებული ბაზა, შემოსავალი შეიძლება დაბეგრილ იქნას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ თანხის ის ნაწილი, რომელიც მიეკუთვნება ამ ფიქსირებულ ბაზას.

2. ტერმინი „პროფესიონალური მომსახურება“, კერძოდ, შეიცავს დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სამსახიობო, საგანმანათლებლო და სასწავლო საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგებისა და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობა