1. მე-16, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ შრომის შედეგად მიღებული გასამრჯელო, ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი მუშაობა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. ამასთან, თუ მუშაობა ხორციელდება მეორე სახელმწიფოში ასეთი ანაზღაურებანი შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში.
2. 1-ლი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოში განბორციელებული მუშაობიდან მიღებული გასამრდელო, იბეგრება გადასახადით მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:
ა) მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში 183 დღეზე ნაკლებ ხანს, ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს, და
ბ) გასამრჯელო გაიცემა დამქირავებლის მიერ ან დამქირავებლის სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს; და
გ) გასამრდელო არ წარმოიქმნება მუდმივი დაწესებულების ან ფიქსირებული ბაზის მიერ, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.
3. ამ მუხლის წინა დებულების მიუხედავად, გასამრჯელო, რომელიც დაკავშირებულია ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელებულ მუშაობასთან, შეიძლება დაიბეგროს გადასახადით იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტიური მართვის ადგილ