1. შეთანხმების მე-16, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული გასამრჯელო, ხელფასი ან სხვა მსგავსი ანაზღაურება, იბეგრება მხოლოდ ამ მხარის სახელმწიფოში, თუ დაქირავებული შრომა არ ხორციელდება მეორე მხარის სახელმწიფოში. თუ დაქირავებული შრომა ხორციელდება ასეთი სახით, მაშინ მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარის სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე მხარის სახელმწიფოში გახორციელებული დაქირავებული შრომიდან მიღებული გასამრჯელო იბეგრება გადასახადით მხოლოდ პირველად მითითებული მხარის სახელმწიფოში, თუ:
a) მიმღები იმყოფება მეორე მხარის სახელმწიფოში 183 დღეზე ნაკლებ ხანს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება საგადასახადო წელს; და
b) გასამრჯელო გაიცემა დამქირავებლის მიერ ან დაქირავებულის საბელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე მხარის სახელმწიფოს რეზიდენტს; და
c) გასამრჯელოს გაცემაზე ხარჯების ანაზღაურებას არ ახორციელებს მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე მხარის სახელმწიფოში.
3. ამ მუხლის წინა დებულების მიუხედავად, გასამრჯელო, რომელიც მიიღება ერთი მხარის სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო და საეაერო სატრანსპორტო საშუალებებზე გახორციელებულ დაქირავებულ შრომასთან, შეიძლება დაიბეგროს გადასახადით იმ მხარის სახელმწიფოში, სადაც განთავსებულია საწარმოს ფაქტობრივი ხელმძღვანელი ორგან