1. იმ შემთხვევაში თუ:
a) ერთი მხარის სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობს მეორე მხარის სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან
b) ერთი და იმავე პირები პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობენ ერთი მხარის სახელმწიფოს საწარმოს და მეორე მხარის სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, და ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ორ საწარმოს შორის ეკონომიკურ (სამეწარმეო) და ფინანსურ ურთიერთობაში იქმნება ან მყარდება პირობები განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნება ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლება დარიცხული ყოფილიყო რომელიმე მათგანისათვის, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ დაერიცხა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და შესაბამისად დაიბეგროს გადასახადით.
2. იმ შემთხვევაში, როცა ერთი მხარის სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში ითვალისწინებს, და, შესაბამისად, ბეგრავს გადასახადით იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე მხარის სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე მხარის სახელმწიფოში, და ასეთი სახით გათვალისწინებული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლებოდა დარიცხულიყო პირველად ხსენებული მხარის სახელმწიფოს საწარმოზე, თუკი ამ ორ საწარმოს შორის იქმნებოდა იმავე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე მხარის სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შეთანხმების სხვა დებულებები, ხოლო ორივე მხარის სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები აუცილებლობის შემთხვევაში კონსულტაციებს გაუწევენ ერთმანეთ