1. ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავლები მეორე მხარის სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან შემოსავლების ჩათვლით), რომელიც იმყოფება მეორე მხარის სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარის სახელმწიფოს მიერ;

2. ტერმინს „უძრავი ქონება“ აქვს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობის აღნიშნული ქონება. ეს ტერმინი ნებისმიერ შემთხვევაში შეიცავს ქონებას, რომელთაც გააჩნიათ დამხმარე ხასიათი უძრავი ქონების მიმართ, სოფლისა და ტყის მეურნეობაში გამოყენებულ პირუტყვს და მოწყობილობებს, უფლებებს, რომელთა მიმართაც იყენებენ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ ზოგადი სამართლის დებულებებს, უძრავი ქონების უზურფრუქტს (სხვისი საკუთრებითა და მისგან შემოსავლებით სარგებლობის უფლება ზიანის მიუყენებლად) და უფლებას ცვალებად და ფიქსირებულ გადასახადებზე, რომლებიც გაიცემა როგორც კომპენსაცია მინერალური წიაღისეულის მარაგის, წყაროების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისათვის ან დამუშავების უფლებისათვის. სატრანსპორტო საშუალებები არ განიხილება როგორც უძრავი ქონება.

3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები ვრცელდება აგრეთვე შემოსავლებზე, რომლებიც მიიღება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენებიდან, იჯარით გაცემიდან, ან უძრავი ქონების ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენებიდან.

4. ამ მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების დებულებები ვრცელდება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლების მიმართ და უძრავი ქონებიდან შემოსავლების მიმართ, რომელიც გამოიყენება დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნი