1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე მხარის სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია მე-6 მუხლში, შეიძლება დაიბეგროს გადასახადებით ამ მეორე მხარის სახელმწიფოში.
2. ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც შეადგენს ერთი მხარის სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე მხარის სახელმწიფოში შექმნილი მუდმივი დაწესებულების ქონების ნაწილს, ან შემოსავლები ერთი მხარის სახელმწიფოს განკარგულებაში მყოფი მუდმივი ბაზის კუთვნილი ქონების გასხვისებიდან, რომელიც მეორე მხარის სახელმწიფოში იმყოფება დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევად, აგრეთვე მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთობლივად) გასხვისებიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით ან ასეთი მუდმივი ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარის სახელმწიფოში.
3. შემოსავლები, რომლებიც მიიღება ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ქონების გასხვისების შედეგად, შეიძლება დაიბეგროს, იმ მეორე მხარის სახელმწიფოში, სადაც განთავსებულია საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
4. შემოსავლები, რომლებიც მიიღება ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ აქციებისა და კომპანიის სხვა კორპორაციული უფლებების გასხვისების შედეგად, რომელთა აქტივები პირდაპირ ან ირიბად შედგებიან მეორე მხარის სახელმწიფოში არსებული უძრავი ქონებიდან, შეიძლება დაიბეგროს მეორე მხარის სახელმწიფოში.
5. ნებისმიერი სხვა სახის ქონების გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავალი, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მითითებულია 1-ლ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, დაიბეგრება გადასახადით მხოლოდ იმ მხარის სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირ