1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი პროფესიონალური მომსახურების ან სხვა დამოუკიდებელი ხასიათის საქმიანობის შედეგად, იბეგრება მხოლოდ იმ მეორე მხარის სახელმწიფოში, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა რეზიდენტს გააჩნია მეორე სახელმწიფოში მუდმივი ბაზა, რომელსაც იგი იყენებს საქმიანობისათვის. თუ მას გააჩნია ასეთი მუდმივი ბაზა, მაშინ აღნიშნულ ბაზასთან დაკავშირებული შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარის სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც განეკუთვნება ამ მუდმივ ბაზას.
2. ტერმინი „პროფესიონალური მომსახურება“, კერძოდ, შეიცავს დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სამსახიობო, საგანმანათლებლო ან სასწავლო საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების, ბუღალტრებისა და აუდიტორების დამოუკიდებელ საქმიანობა