1. ერთი მხარის სახელმწიფოში წარმოქმნილი პროცენტი, რომელიც გადახდილი იქნება მეორე მხარის სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, შეიძლება დაიბეგროს გადასახადით მეორე მხარის სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ მხარის სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება აღნიშნული მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები წარმოადგენს პროცენტის ფაქტობრივ მფლობელს, ასეთ შემთხვევაში დაკისრებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 10%-ს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიუხედავად, არ იბეგრება პროცენტი, რომელიც წარმოიქმნება ერთი მხარის სახელმწიფოში და აუნაზღაურდება მეორე მხარის სახელმწიფოს მთავრობას ან მეორე მხარის სახელმწიფოს ეროვნულ (ცენტრალურ) ბანკს.

4. ამ მუხლში ტერმინი „პროცენტი“ გამოყენებისას ნიშნავს, ნებისმიერი სახის დავალიანების მოთხოვნიდან მიღებულ შემოსავალს, მიუხედავად იპოთეკური უზრუნველყოფისა და დებიტორების მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობისა, კერძოდ კი, შემოსავლებს, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების და ობლიგაციების, ან  დავალიანებების, პრემიებისა და მოგებათა ჩათვლით, რომლებიც მიიღება ამ ფასიანი ქაღალდებიდან, ობლიგაციებიდან და დავალიანებიდან. ამ მუხლის მიზნებისათვის, არადროულ გადახდაზე დაკისრებული ჯარიმები არ განიხილება, როგორც პროცენტი.

5. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება თუ ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც პროცენტის ფაქტობრივი მფლობელი, ახორციელებს ეკონომიკურ (სამეწარმეო) საქმიანობას მეორე მხარის სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი, მასში არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ამ მეორე მხარის სახელმწიფოში ეწევა დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ მდებარე მუდმივი ბაზის მეშვეობით, დავალიანების მოთხოვნები, რომელთა საფუძველზე გადახდილ იქნება პროცენტი, ნამდვილად მიეკუთვნება ასეთ მუდმივ წარმომადგენლობას ან მუდმივ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება მიმდინარე შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლების დებულებანი.

6. ითვლება, რომ პროცენტი წარმოიქმნება მხარის სახელმწიფოში, თუ გადამხდელად გამოდის თვითონ ამ მხარის სახელმწიფო, ან ამ მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი, თუ ამასთან, პროცენტების გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა არის თუ არა იგი ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი, მეორე მხარის სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, რომელთა დაკავშირებით წარმოიქმნება დავალიანება, რომელზეც გაიცემა პროცენტი და ამ პროცენტის გადახდის ხარჯების ანაზღაურებას ახორციელებს მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, მაშინ ითვლება, რომ ასეთი პროცენტი წარმოიქმნება იმ მხარის სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა.

7. თუ პროცენტის გადამხდელსა და პროცენტის ფაქტობრივ მფლობელს შორის ან მათსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, დავალიანებაზე განკუთვნილი საპროცენტო განაკვეთი, რომლის საფუძველზეც იგი გადახდილ იქნება, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა პროცენტის გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის, ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული საპროცენტო განაკვეთის მიმართ. ამ შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინები