1. ერთ მხარის სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე მხარის სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე მხარის სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ერთი მხარის სახელმწიფოში, რომელშიც იგი წარმოიქმნება ამ ერთი მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები და როიალტის ფაქტობრივი მფლობელი არის მეორე მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი, ამ შემთხვევაში გადასახადი განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს როიალტის საერთო თანხის 10%-ს.

3. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „როიალტი“ ნიშნავს ნებისმიერი სახის გადასახდელ თანხას, რომელიც მიიღება ანაზღაურების სახით ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების ნებისმიერი ნაშრომის გამოყენების ან გამოყენებაზე საავტორო უფლების გადაცემისათვის, მათ შორის კინოფილმების, პატენტის, სავაჭრო მარკის, დიზაინის, მოდელის, სქემის, საიდუმლო ფორმულის, პროცესის, სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილების შესახებ ინფორმაციით („ნოუ-ჰაუ“) სარგებლობაზე ან სარგებლობისათვის უფლების მინიჭებაზე.

4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელი, როგორც ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს ეკონომიკურ (სამეწარმეო) საქმიანობას მეორე მხარის სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ეწევა ამ მეორე მხარის სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზის მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რომლის მიმართაც გადახდილი იქნება როიალტი, ნამდვილად არის დაკავშირებული ამ მუდმივ დაწესებულებასთან ან მუდმივ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად, გამოიყენება შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლების დებულებები.

5. ითვლება, რომ როიალტი წარმოიქმნება მხარის სახელმწიფოში, თუ გადამხდელად არის თვითონ ამ მხარის სახელმწიფო, მისი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო ან ამ მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ, ამასთან, როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი, მეორე მხარის სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, რომლებთან დაკავშირებითაც წარმოიქმნება როიალტის გადახდის ვალდებულება და ამ როიალტის გადახდის ხარჯების ანაზღაურებას ახორციელებს ასეთი მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, მაშინ ითვლება, რომ ასეთი როიალტი წარმოიქმნება იმ მხარის სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა.

6. თუ გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის, ან მათსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების არსებობის გამო, როიალტის თანხა, რომელიც მიეკუთვნება უფლებას ან ინფორმაციის გამოყენებას, რომლის საფუძველზეც ის გადახდილ იიქნება, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ ბოლოს ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამატი ნაწილი ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინები