1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც იგი წარმოიქმნება და, მისი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები არის როიალტის ფაქტობრივი მფლობელი, ასეთ შემთხვევაში გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს როიალტის საერთო თანხის 10 პროცენტს. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმებით დააწესებენ ასეთი შეზღუდვის გამოყენების წესს.

3. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „როიალტი“ ნიშნავს ნებისმიერი სახის გადასახდელებს, რომლებიც მიიღება ანაზღაურების სახით ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების ნაწარმოების გამოყენების ან გამოყენებაზე საავტორო უფლების მიცემისათვის, კინემატოგრაფიული ფილმების, რადიო ან სატელევიზიო გადაცემის ჩანაწერების, კომპიუტერული პროგრამების, ნებისმიერი პატენტის, სავაჭრო მარკის, დიზაინის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის ჩათვლით, ან სამრეწველო, კომერციული, ან სამეცნიერო მოწყობილობის გამოყენების ან გამოყენების უფლების მიცემისათვის ან ინფორმაციისათვის, რომელიც ეხება სამრეწველო, კომერციულ ან სამეცნიერო გამოცდილებას.

4. 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელი, როგორც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი. ახორციელებს კომერციულ საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვოებით, ან ეწევა ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზის მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რომლის მიმართაც გადაიხდება როიალტი, ნამდვილად არის დაკავშირებული ამ მუდმივ დაწესებულებასთან ან მუდმივ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლების დებულებები.

5. ითვლება, რომ როიალტი წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხედლი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს, თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, გააჩნია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, რომლებთან დაკავშირებითაც წარმოიქმნა დავალიანება, რომელზეც გადაიხდება როიალტი, და ამ როიალტის გადახდის ხარჯებს ეწევა ასეთი მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, მაშინ ითვლება, რომ ასეთი როიალტი წარმოიქმნება იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა.

6. თუ გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ან მათ და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომელთა საფუძველზეც იგი გადაიხდება, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინები